ვოლოდიმირ ზელენსკი - რადა ამ კვირაში კენჭს უყრის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების მომზადების შესახებ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რადა ამ კვირაში კენჭს უყრის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან მოლაპარაკებების მომზადების შესახებ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა, რომ ამ კვირაში, სხვა საკითხებთან ერთად, უმაღლესი რადა კენჭს უყრის გადაწყვეტილებას, თუ რა უნდა გააკეთოს უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყების სამზადისში.

„ჩვენი პრიორიტეტია ყველა იმ გადაწყვეტილების შესრულება, რომლებიც საჭიროა უკრაინისთვის, რაც აუცილებელია ევროპული მიმართულებით. ჩვენ გვჯერა, რომ ევროკავშირი შეასრულებს უკრაინისადმი მიცემულ დანაპირებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ესაუბრა ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს.

„სწორედ ამაზე ვესაუბრე ესპანეთის პრემიერ-მინისტრს, პედრო სანჩესს. ჩვენი საერთაშორისო ურთიერთობების, ჩვენი ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ. ჩვენი თავდაცვის მხარდაჭერაზე, ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას მთელი ევროპის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.