ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ ემუქრება სხვა ქვეყნებს, თუმცა მზად არის, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს
ვლადიმერ პუტინი - რუსეთი არ ემუქრება სხვა ქვეყნებს, თუმცა მზად არის, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს

რუსეთი არ ემუქრება სხვა ქვეყნებს, თუმცა მზად არის, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფილმში სახელწოდებით „პუტინი“ განაცხადა.

„ჩვენ არავის დავემუქრებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ტერიტორიული ხასიათის უპირატესობების გამოყენებით, უზრუნველვყოფთ რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ამ მხრივ რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია არქტიკის რეგიონი. როგორც პუტინმა განაცხადა, ნორვეგიის სანაპიროსთან მუდმივად მორიგეობენ ამერიკული წყალქვეშა ნავები და მათგან მოსკოვამდე რაკეტის გაშვებას 15 წუთი უნდა.