ვლადიმერ პუტინი – რუსეთი არ ემუქრება სხვა ქვეყნებს, თუმცა მზად არის, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს

17:15, 11.03.2018

რუსეთი არ ემუქრება სხვა ქვეყნებს, თუმცა მზად არის, საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფილმში სახელწოდებით „პუტინი“ განაცხადა.

„ჩვენ არავის დავემუქრებით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ტერიტორიული ხასიათის უპირატესობების გამოყენებით, უზრუნველვყოფთ რუსეთის ფედერაციისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ამ მხრივ რუსეთისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია არქტიკის რეგიონი. როგორც პუტინმა განაცხადა, ნორვეგიის სანაპიროსთან მუდმივად მორიგეობენ ამერიკული წყალქვეშა ნავები და მათგან მოსკოვამდე რაკეტის გაშვებას 15 წუთი უნდა.

მსგავსი