ვლადიმერ პუტინი - დასავლეთი რუსეთის ათობით სხვადასხვა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად დაყოფას ცდილობს
დასავლეთი ცდილობს რუსეთში სხვადასხვა ეთნიკურ და ნაციონალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გაღვივებას და რუსეთის ათობით სხვადასხვა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად დაყოფას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მარათონზე გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთი ამას რუსეთის დასამორჩილებლად აკეთებს. როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, თავდასხმები გრძელდება რუსეთის ფასეულობებზე.
„ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული დასავლეთის პრაქტიკულად მთელი არსენალი – ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და საინფორმაციო. განხორციელდა ყველაზე ძლიერი ანტირუსული პროპაგანდა. გრძელდება თავდასხმები ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, სულიერ ფასეულობებზე“, – აღნიშნა პუტინმა.
დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნის ლიდერების სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.