ვლადიმერ პუტინი – დასავლეთი რუსეთის ათობით სხვადასხვა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად დაყოფას ცდილობს

18:17, 19.05.2023

დასავლეთი ცდილობს რუსეთში სხვადასხვა ეთნიკურ და ნაციონალურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის გაღვივებას და რუსეთის ათობით სხვადასხვა სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად დაყოფას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელევიზიო მარათონზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთი ამას რუსეთის დასამორჩილებლად აკეთებს. როგორც ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, თავდასხმები გრძელდება რუსეთის ფასეულობებზე.

„ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული დასავლეთის პრაქტიკულად მთელი არსენალი – ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური და საინფორმაციო. განხორციელდა ყველაზე ძლიერი ანტირუსული პროპაგანდა. გრძელდება თავდასხმები ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე, სულიერ ფასეულობებზე“, – აღნიშნა პუტინმა.

დღეს „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნის ლიდერების სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ.

მსგავსი