ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ ტაიფ ერდოღანი სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იმსჯელებენ
ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ ტაიფ ერდოღანი სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იმსჯელებენ

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის ლიდერები დღეს მოსკოვში დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებენ.

როგორც თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუსთან“ საუბრისას ერდოღანმა განაცხადა, რუსეთსა და თურქეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივება შეხვედრის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.

ასევე, შეხვედრაზე ლიდერები სირიის საკითხს, თურქეთისთვის რუსული საზენიტო კომპლექს ეს-400-ების მიწოდების თემას, გაზსადენ „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ სიტუაციასაც განიხილავენ.