ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში რვა სექტემბერს შეხვდებიან
ვლადიმერ პუტინი და ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს მოსკოვში 8 სექტემბერს შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების კომენტირებისას, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ შეხვედრის დღის წესრიგი ორმხრივი ურთიერთობების მთელ სპექტრს მოიცავს.
სომხეთში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რუსეთში უკვე მესამედ ჩადის.
ნიკოლ ფაშინიანმა 14 მაისს, სოჭში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტში მიიღო მონაწილეობა, 13 ივნისს კი, მოსკოვში ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას დაესწრო.