ვიზალიბერალიზაციის შემდეგ ნიდერლანდებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა
ვიზალიბერალიზაციის შემდეგ, საქართველოდან ნიდერლანდებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდა – შესაბამისი სტატისტიკა ქვეყნის იმიგრაციისა და ნატურალიზაციის სამსახურის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
2016 წელს საქართველოს მოქალაქეების მიმართვების რაოდენობამ ჯამში 578 შეადგინა, 2017 წელს კი – 487. შარშან განაცხადების მაქსიმალური რაოდენობა (81) თებერვალში დაფიქსირდა – ვიზალიბერალიზაციის ამოქმედებამდე.
2018 წელს მიმართვების რაოდენობა კიდევ უფრო შემცირებულია და იანვარში 11-ს შეადგენდა.