საქართველოს მოქალაქეები ისლანდიაში თავშესაფარს აღარ ითხოვენ
საქართველოს მოქალაქეები ისლანდიაში თავშესაფარს აღარ ითხოვენ

საქართველოს მოქალაქეები ისლანდიაში თავშესაფარს აღარ ითხოვენ. ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლის-აგვისტოში უწყებისთვის საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს.

დაბალი იყო მიმართვიანობა წლის დასაწყისშიც. კერძოდ, იანვარ-ივნისში სულ 21 განაცხადი დაფიქსირდა. ამასთან, თავშესაფარი წელს საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.

თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით საქართველო ისლანდიაში 2017 წელს პირველ ადგილზე იყო. საიმიგრაციო სამსახურს 289 მოქალაქემ მიმართა და მხოლოდ სამი განაცხადი დაკმაყოფილდა. 2018 წელს 39 განაცხადი დაფიქსირდა, თავშესაფარი კი არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია.

საქართველო ისლანდიამ უსაფრთხო ქვეყნად 2017 წლის ივლისში გამოაცხადა, რის შემდეგაც თავშესაფარზე განაცხადების განხილვა გამარტივებულად მიმდინარეობს.