ჭუბერში მდინარე ნენსკრაში წყლის დონემ შედარებით დაიწია. ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა აწარმოებს როგორც გაწმენდით, ასევე – ნაპირსამაგრ სამუშაოებს.
ადგილზე მუშაობს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფი, რადგან ჭუბერის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ჩამოინგრა და ჭუბერის ეს ორი ნაწილი ერთმანეთს მოწყვეტილია.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე 7 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე მოსალოდნელია საშუალო ინტენსივობის ნალექი, 8-9 ივლისს ნალექების ინტენსივობა მნიშვნელოვნად შესუსტდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭუბერში მასშტაბური სტიქიის გამეორება გამორიცხულია.