მამუკა ბახტაძე - ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ ყველა ადამიანს ზარალი სრულად აუნაზღაურდება
მამუკა ბახტაძე - ჭუბერში სტიქიით დაზარალებულ ყველა ადამიანს ზარალი სრულად აუნაზღაურდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭუბერში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ მოხალისეებს მადლობა გადაუხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, ჭუბერში სტიქიამ კიდევ ერთხელ აჩვენა ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვის აუცილებლობა.

„მინდა, შევეხო ჭუბერში მომხდარ სტიქიას და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში, განსაკუთრებით მოხალისეებს. ამან დაგვანახა, რომ აუცილებელია ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა, რათა შევამციროთ სტიქიისგან მიყენებული ზარალის მოცულობა და უფრო ეფექტიანად შევძლოთ სტიქიასთან ბრძოლა. მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლა. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, ყველა დაზარალებულს სრულად აუნაზღაურდება ზარალი. ამ დრომდე ჭუბერში მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები და მოკლე დროში სრულად აღვადგენთ ინფრასტრუქტურას”, – განცხადა მამუკა ბახტაძემ.