ვითარება სტიქიის ზონაში - ფოტოამბავი ჭუბერიდან
ვითარება სტიქიის ზონაში - ფოტოამბავი ჭუბერიდან

ჭუბერში მდინარე ნენსკრას ადიდების შედეგად წყალმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი წაიღო.

მდინარე ნენსკრაში წყლის დონე კვლავ მომატებულია. ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მდინარეში წყლის დონის ცვლილებას აკვირდებიან. ჭუბერის ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

როგორც 1tv.ge-ს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პრესსამსახურში განუცხადეს, სტიქიის გამო, ნაწილობრივ არის დაზიანებული მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი. ამ დროისთვის, კომპანიის ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლები დაზიანების ადგილამდე მისვლას ვერ ახერხებენ. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, როგორც კი ტექნიკური ჯგუფი ადგილამდე მისვლას შეძლებს, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება.