ვიტალი საფაროვის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობის ადგილზე შეიკრიბნენ
ვიტალი საფაროვის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები მკვლელობის ადგილზე შეიკრიბნენ

უფლებადამცველი ვიტალი საფაროვის მკვლელობიდან ერთი წელი გავიდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამშრომლები სანთლებითა და ყვავილებით იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც ერთი წლის წინ მკვლელობა მოხდა.

ოჯახისა და ადვოკატის მთავარი მოთხოვნა უცვლელია – სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილოს მათი სარჩელი და მკვლელობაში მსჯავრდებულებს დანაშაული განესაზღვროთ სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ მკვლელობად.

ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებულ ორივე პირს ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ბოლო სხდომაზე მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ფორმულირება, რომ მკვლელობა ეთნიკური და რასობრივი შეუწყნარებლობის ნიადაგზე მოხდა, არ გაიზიარა.

25 წლის ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, დიუმას ქუჩაზე კაფე-ბართან მოკლეს.