ვიტალი კლიჩკო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და აუცილებელი ნივთები
ვიტალი კლიჩკო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში, მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და აუცილებელი ნივთები

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და მზად ჰქონდეთ დოკუმენტები და აუცილებელი ნივთები.

განცხადება უკრაინის დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა.

„ძვირფასო კიეველებო! უკრაინას თავს დაესხა აგრესორი. ჭურვების ხმა კიევში ისმის. ყველაზე საშინელი მტერი ახლა პანიკაა. არ დავკარგოთ სიმტკიცე. ყველა, ვინც არ არის ჩართული კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობაში და ქალაქის უზრუნველყოფაში, დარჩით სახლში. მზად გქონდეთ „საგანგებო ჩანთა“ – დოკუმენტები, საგნების აუცილებელი მინიმუმი, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, ოპერატიულად იყოს შესაძლებელი თავშესაფრამდე მიღწევა. დედაქალაქის ხელისუფლება, ჩვენ განვაგრძობთ ქალაქის მუშაობის უზრუნველყოფას. გავმაგრდით! ჩვენ უნდა გავუძლოთ!“, – წერს ვიტალი კლიჩკო.

ამასთან, ვიტალი კლიჩკომ ვიდეომიმართვაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დღეს კიევში ბაღები და სკოლები არ იმუშავებს.

„კიევი საომარი მდგომარეობის პირობებშია. დედაქალაქის ოპერატიული შტაბი აცხადებს აგრესიასთან დაკავშირებულ რამდენიმე გადაწყვეტილებას. დღეს დედაქალაქში სკოლები და საბავშვო ბაღები არ იმუშავებს. საავადმყოფოები, პოლიკლინიკები, ჯანდაცვის მთელი სისტემა მუშაობას გაძლიერებულ რეჟიმში. გაცემულია დავალება, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობისთვის თავშესაფარი ობიექტების ხელმისაწვდომობა. ყველა, ვინც არ არის ჩართული ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მუშაობაში, დარჩეს სახლში და მზად იყავით, საჭიროების შემთხვევაში, მიხვიდეთ თავშესაფარში. თვალი ადევნეთ ოფიციალურ ინფორმაციას და შეინარჩუნეთ სიმშვიდე“, – განაცხადა კლიჩკომ.