ვიტალი კლიჩკო - ჩემი ცოდნა, ენერგია და გამოცდილება თუ იქნება საჭირო, რათა უკრაინა ევროპული გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ
ვიტალი კლიჩკო - ჩემი ცოდნა, ენერგია და გამოცდილება თუ იქნება საჭირო, რათა უკრაინა ევროპული გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ

ჩემი ცოდნა, ენერგია და გამოცდილება თუ იქნება საჭირო, რათა უკრაინა ევროპული გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, – ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ „ლევი ბერეგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, სურს თუ არა უკრაინის პრეზიდენტობა.

„ბევრს აქვს შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტობა პრივილეგიაა, ეს დიდი შეცდომაა. პრეზიდენტობა დიდი პასუხისმგებლობაა, ეს ძალიან მძიმე ტვირთია. ვაკეთებ ჩემს საქმეს, რადგან მგონია, რომ უკრაინა უნდა იყოს დემოკრატიული, განვითარებული ქვეყანა. ეს არის საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. თუ ჩემი ცოდნა, ენერგია და გამოცდილებაა საჭირო, რომ უკრაინა ევროპული გახდეს, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ვაკეთებ კიდეც“,- განაცხადა კლიჩკომ.

მისივე თქმით, ახლა „რაღაც თანამდებობებზე საუბარი სისულელეა, რადგან ყველას ერთი გეგმა აქვს – ომში გამარჯვება“, ხოლო როცა საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, პრეზიდენტობაზე შემდეგ ისაუბრებს.