ვიტალი კლიჩკო ვოლოდიმირ ზელენსკის ავტოკრატიზმსა და ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს
ვიტალი კლიჩკო ვოლოდიმირ ზელენსკის ავტოკრატიზმსა და ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ავტოკრატიზმსა და ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს.

კანადურ გამოცემა „გლობ ენდ მეილთან“ ინტერვიუში კიევის მერი აცხადებს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით მიდის და სულ უფრო ავტოკარტული ხდება.

კლიჩკოს თქმით, ბოლო 23 თვის განმავლობაში უკრაინის მთავარი სატელევიზიო არხები მხოლოდ ერთ პროგრამას, „გაერთანებული ახალი ამბების ტელემარათონს“ აჩევენებენ, რაც განსხვავებული მოსაზრებებისთვის მცირე სივრცეს ტოვებს.

კიევის მერის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

ამასთან, კლიჩკოს თქმით, თავისუფლებები და რეფორმები, რისთვისაც უკრაინელები ორი რევოლუციის დროს იბძროდნენ, ქვეყანაში გაუქმებულია.

„მოძრაობას, რასაც ახლა ვხედავთ, არ შემიძლია, ვუწოდო დემოკრატიული. მას ვერტიკალისა და ავტორიტარიზმის ელფერი აქვს. ამის უკან არის ზოგიერთი ადამიანის სურვილი – არ შემიძლია მათი სახელების დასახლება. მათ სურთ ყველაფრის ცენტრალიზება და სწორედ ამიტომ ვხედავ ცენტრალიზებულ მედიას და ტელევიზიას უკრაინაში. ისინი, ასევე, ცდილობენ ძალაუფლების ცენტრალიზებას, ვერტიკალის აგებას“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.