ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად კიევში ბავშვთა საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, დაშავდა 23 ადამიანი

09:32, 13.12.2023

კიევში სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც 23 პირი დაშავდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაზიანებულია ბავშვთა საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსი.

„11 დაშავებული ჰოსპიტალიზებულია დედაქალაქის საავადმყოფოში, 12-ს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს“, – განაცხადა კლიჩკომ.

მედიის ცნობით, ქალაქის საჰაერო თავდაცვა ამ კვირაში მეორედ გააქტიურდა.

მსგავსი