ვირჯინიის შტატში ერთმანეთს 69 მანქანა შეეჯახა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 51 ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ვირჯინიის პოლიციის ინფორმაციით, ავარია ადგილობრივი დროით დილის 07:51 საათზე ხიდზე მოხდა.
შემთხვევის დროს ავტომაგისტრალი მოყინული, ნისლის გამო კი ხილვადობა შემცირებული იყო.