ვირჯინიის შტატში ერთმანეთს 69 მანქანა შეეჯახა

11:13, 23.12.2019

ვირჯინიის შტატში ერთმანეთს 69 მანქანა შეეჯახა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სულ მცირე 51 ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

ვირჯინიის პოლიციის ინფორმაციით, ავარია ადგილობრივი დროით დილის 07:51 საათზე ხიდზე მოხდა.

შემთხვევის დროს ავტომაგისტრალი მოყინული, ნისლის გამო კი ხილვადობა შემცირებული იყო.

მსგავსი