ვიქტორ დოლიძე - გვაქვს იმედი, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება
ვიქტორ დოლიძე - გვაქვს იმედი, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში გათავისუფლდება

ჟენევაში გაერო-ს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, არის იმედი, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდეს.

ვიქტორ დოლიძე განმარტავს, რომ ამ თემაზე არაერთი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის პირადად ესაუბრა წითელი ჯვრის წარმომადგენლობას. ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი თავს კარგად გრძნობს და მასზე რაიმე სახის ზეწოლა არ ხორციელდება.

„ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება დროულად გათავისუფლების საკითხი არის ნომერ პირველი თემა, არა მხოლოდ ქართული დიპლომატიური კორპუსისთვის, ზოგადად სახელმწიფოსთვის და ჟენევა არ არის ​გამონაკლისი ამ მხრივ. ჩვენ ყველა დონეზე საერთაშორისო ინსტიტუტებში მუდმივად ვაყენებთ ამ საკითხს, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისრის ოფისში, ლტოლვილთა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისში. წითელ ჯვარში მაღალ დონეზე იყო დაყენებული და დგას ეს საკითხი. რაც მთავრია, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს დღეებში გათავისუფლდება და იგი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – განცხადა ვიქტორ დოლიძემ.