ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო, ხოლო რა ფორმით და რა დონეზე, ამას მოგვიანებით გავარკვევთ
ვიქტორ დოლიძე - ვაშინგტონის სამიტზე საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, შემიძლია, დავადასტურო, ხოლო რა ფორმით და რა დონეზე, ამას მოგვიანებით გავარკვევთ

მინდა, მადლობა გადავუხადო გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულფასოვანი განხორციელების თვალსაზრისით, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების, თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს ელჩმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

დოლიძის თქმით, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

„ამგვარ ტურბულენტურ გარემოში მისი ვიზიტი თბილისში არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია უახლოეს მომავალში, ზაფხულში ვაშინგტონის ნატო-ს სამიტი, სადაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მომავალი როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის და წარმატებული ისტორიის ელემენტები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რაშიც მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. ვაშინგტონში საქართველო რომ იქნება წარმოდგენილი, მე ახლავე შემიძლია, დაგიდასტუროთ, ხოლო რა ფორმით და რა დონეზე, ამას მოგვიანებით გავარკვევთ“, – განაცხადა დოლიძემ.