ვიქტორ დოლიძე - დღეს პირველად საქართველო მონაწილეობას მიიღებს ​„რამშტეინის ფორმატში“, სადაც ძირითადი განსახილველი თემა არის უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება
ვიქტორ დოლიძე - დღეს პირველად საქართველო მონაწილეობას მიიღებს ​„რამშტეინის ფორმატში“, სადაც ძირითადი განსახილველი თემა არის უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება

ნატო-ში საქართველოს ელჩის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით, დღეს პირველად საქართველო მონაწილეობას მიიღებს ​„რამშტეინის ფორმატში“, სადაც ძირითადი განსახილველი თემა არის უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება.

მისივე თქმით, ფორმატში მონაწილეობს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე.

„ჯუანშერ ბურჭულაძე მონაწილეობს „რამშტეინის ფორმატში“. ეს არის ამერიკელების მიერ შექმნილი ე.წ საკონტაქტო ჯგუფი უკრაინასთან. დღეს პირველად საქართველო მიიღებს მონაწილეობას „რამშტეინის ფორმატში“, საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც ძირითადი განსახილველი თემა არის უკრაინისთვის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება, იარაღის გადაცემა ომის პერიოდში და ასე შემდგომ. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობის შეხვედრაა და საქართველო რომ პირველად მონაწილეობს, ისტორიულიც შეიძლება, დავარქვათ, რასაც შემდეგ, უკვე საღამოს მოსდევს თავდაცვის მინისტერიალი, რომელზეც ჩვენი თავდაცვის მინისტრი საქმიან ვახშამზე წარდგება კოლეგების წინაშე, ექნება გამოსვლა და ინტერაქცია მოკავშირეებთან“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.