ლას ვეგასის „აპექსის“ დარბაზში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (Vegas 8) შედგა. გამორჩეულებმა, ტრადიციულად, ორგანიზაციისგან დამატებითი ფულადი ბონუსები მიიღეს.
საუკეთესო ბრძოლად რიკარდო ლამასისა და ბილ ალჯეოს დაპირისპირება დასახელდა. ორივე სპორტსმენმა $50 000 დოლარი მიიღო.
საუკეთესო წარმოდგენისთვის ბონუსი ($50 000) მალორი მარტინმა დაისაკუთრა. მანა ჰანა საიფერსს სძლია.
მესამე ბონუსი კი შონ ბრეიდის ერგო, რომელმაც კარიერაში მე-13 გამარჯვება მოიპოვა. ის შერეულ ორთაბრძოლებში დაუმარცხებლის სტატუსს ინარჩუნებს. ამჯერად მან მეტოქეს მეორე რაუნდში მომგუდავი ილეთით მოუგო.