ვილნიუსში აგვისტოს ომის 10 წლისთავზე სოლიდარობის აქცია „საქართველოს გაერთიანებისთვის“ გაიმართა
საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვილნიუსში სოლიდარობის აქცია-ფლეშმობი -„საქართველოს გაერთიანებისთვის“ გაიმართა.
აქციის მონაწილეები ვილნიუსში, თბილისის სკვერში შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.აქციაზე სიმბოლურად ახალგაზრდებმა მავთულხლართები მიიტანეს.
ღონისძიება ლიეტუვაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. მასში ლიეტუველმა და ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.