ვილნიუსში აგვისტოს ომის 10 წლისთავზე სოლიდარობის აქცია „საქართველოს გაერთიანებისთვის“ გაიმართა

13:16, 09.08.2018

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის 10 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვილნიუსში სოლიდარობის აქცია-ფლეშმობი -„საქართველოს გაერთიანებისთვის“ გაიმართა.

აქციის მონაწილეები ვილნიუსში, თბილისის სკვერში შეიკრიბნენ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტეს.აქციაზე სიმბოლურად ახალგაზრდებმა მავთულხლართები მიიტანეს.

ღონისძიება ლიეტუვაში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. მასში ლიეტუველმა და ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

მსგავსი