ვენესუელაში არეულობის დროს 25-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ვენესუელის პარლამენტის დეპუტატის, რომელ გუსამანას განცხადებით, ვენესუელის ბოლივარის შტატში, ბრაზილიის საზღვართან სამართალდამცველებმა მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს.
ვენესუელის ოპოზიციის წევრებმა ქვეყანაში ჰუმანიტარული მისიის შეტანა კოლუმბიისა და ბრაზილიის სასაზღვრო ზონიდან სცადეს. პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ აღნიშნული ზონები ჩაკეტა.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვენესუელის საზღვართან მდებარე ბრაზილიის ქალაქ პაკარაიმაში აქციის მონაწილეებსა და ეროვნულ გვარდიას შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ვენესუელაში ჰუმანიტარული ტვირთვის გადატანას ითხოვენ.