ვენეციის კინოფესტივალზე დეა კულუმბეგაშვილის ფილმმა „აპრილი“ ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო
ვენეციის რიგით 81-ე კინოფესტივალზე რეჟისორ დეა კულუმბეგაშვილის ახალმა ნამუშევარმა – „აპრილი“ ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.
ფესტივალზე ფილმის პრემიერას, რეჟისორთან ერთად, მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები – ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და მერაბ ნინიძე ესწრებოდნენ.
ნამუშევარი მთავარ საკონკურსო სექციაში, 21 ფილმს შორის მოხვდა.