ვენეციის კარნავალი პირველი არხის ფოტოობიექტივში
ვენეციის კარნავალი პირველი არხის ფოტოობიექტივში

იტალიის ქალაქი ვენეცია ცნობილ და ტრადიციულ კარნავალს მასპინძლობს. წელს კარნავალის მთავარი თემა „მთვარეზე მოგზაურობა“ გახდა.

წყალზე გაშენებული ქალაქი კარნავალისას ერთ დიდ სცენას ემსგავსება. მსახიობები, ტურისტები და აკრობატები ცდილობენ, ზეიმში ჩაერთონ.

კარნავალის მთავარი აქსესუარებია ფერადი კოსტიუმები და ნიღბები. რაც უფრო ორიგინალურია ნიღაბი, მით უფრო მეტს აინტერესებს, ვინ იმალება მის მიღმა. ნიღაბს წარსულში სოციალური უთანასწორობის დასამალად იყენებდნენ, დღეს კი ზოგიერთი ნიღაბი იმდენად ძვირია, რომ ადვილად არის შესაძლებელი მფლობელის სოციალური სტატუსის ამოცნობა.

კარნავალი ვენეციაში მსოფლიოში ყველაზე ძველი ღონისძიებაა. ის პირველად 1094 წელს ჩატარდა. ამ დროს ვენეციას დაახლოებით 500 000 ტურისტი სტუმრობს. წელს ვენეციის კარნავალი პირველი არხის ფოტოობიექტივში მოხვდა.

კარნავალი 5 მარტამდე გაგრძელდება.