ვენეციაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო [ვიდეო]

ვენეციაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო. წელს კარნავალის მთავარი თემა მთვარეა.

როგორც ორგანიზატორები ამბობენ, 2019 წელს ზუსტად ნახევარი საუკუნე შესრულდა მას შემდეგ, რაც ადამიანმა დედამიწის თანამგზავრზე ფეხი პირველად დადგა.

კარნავალის გახსნას ასობით ტურისტი ადევნებდა თვალს. აღლუმში უამრავი მოცეკვავე, აკრობატი და მსახიობი მონაწილეობდა. ვენეციის ცნობილ არხებში სტუმრებმა მოდრეიფე მთვარეც შენიშნეს.

ვენეციის კარნავალი პირველად მე-11 საუკუნეში გაიმართა. სადღესასწაულო ღონისძიებები ვენეციაში ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდება.