„დოიჩე ველე“ - ნიღბის ტარების მოთხოვნის მითითების გამო, გერმანიაში მომხმარებელმა ბენზინგასამართი სადგურის მოლარე მოკლა
„დოიჩე ველე“ - ნიღბის ტარების მოთხოვნის მითითების გამო, გერმანიაში მომხმარებელმა ბენზინგასამართი სადგურის მოლარე მოკლა

ნიღბის ტარების მოთხოვნის მითითების გამო, გერმანიაში მომხმარებელმა ბენზინგასამართი სადგურის მოლარე მოკლა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

წინასწარი მონაცემებით, ქალაქ იდარ-ობერშტეინში, 49 წლის გერმანიის მოქალაქე ბენზინგასამართ სადგურზე ლუდის საყიდლად მივიდა. მოლარემ უარი განაცხადა მის მომსახურებაზე და ნიღბის ტარების შესახებ შეახსენა, რის გამოც მომხმარებელმა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.

რაინალდ-პფალცის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულმა განაცხადა, რომ ის ეწინააღმდეგება კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს და ფსიქოლოგიურად დათრგუნულია. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა მოლარეს მიზანმიმართულად ესროლა თავის არეში.

მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი საკუთარი ფეხით მივიდა პოლიციაში და აღიარა დანაშაული, თუმცა მისი თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებლობა მოლარეს ეკისრება.

პოლიციამ ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას მკვლელობის იარაღი და საბრძოლო ვაზნები ამოიღო. მომხდარზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, რადგან ეჭვმიტანილს არ ჰქონდა იარაღის ლეგალურად ფლობის ნებართვა. ამჟამად პოლიცია იარაღის წარმომავლობას იძიებს.