ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტებზე შესაძლო თავდასხმის მზადებასთან კავშირში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავეს
ვენაში ტეილორ სვიფტის კონცერტებზე შესაძლო თავდასხმის მზადებასთან კავშირში ეჭვმიტანილი მესამე მოზარდი დააკავეს.
ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეჭვმიტანილს „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების მიმართ ფიცი აქვს დადებული. 18 წლის პირი ვენაში დააკავეს. ის ტერაქტის მთავარ ორგანიზატორთან, 19 წლის ეჭვმიტანილ მოზარდთან კონტაქტშია ეჭვმიტანილი, თუმცა ამჟამად ეჭვმიტანილად არ მიიჩნევა უშუალოდ თავდასხმაში მონაწილეობისთვის.
შეგახსენებთ, შესაძლო თავდასხმების საფრთხის გამო „ერას“ ტურის ფარგლებში ვენაში დაგეგმილი ტეილორ სვიფტის სამი კონცერტი გაუქმდა. პოლიციამ თავდაპირველად 19 წლის პირი დააკავა, რომელიც თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად სახელდება, და ასევე, მისი თანამზრახველი, 17 წლის მოზარდი.