ჯო ბაიდენმა სეტ მაიერსის შოუში იხუმრა, რომ გავრცელებული ჭორი მისი და მომღერალ ტეილორ სვიფტის გარიგების შესახებ საიდუმლო ინფორმაციაა
ჯო ბაიდენმა სეტ მაიერსის შოუში იხუმრა, რომ გავრცელებული ჭორი მისი და მომღერალ ტეილორ სვიფტის გარიგების შესახებ საიდუმლო ინფორმაციაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სეტ მაიერსის შოუში იხუმრა, რომ გავრცელებული ჭორი მისი და მომღერალ ტეილორ სვიფტის გარიგების შესახებ საიდუმლო ინფორმაციაა.

მაიერსმა აღნიშნა, რომ ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ბაიდენი და სვიფტი თანამშრომლობენ.

„შეგიძლიათ, უარყოთ ან დაადასტუროთ, რომ თქვენსა და ტეილორ სვიფტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს?“ – დაინტერესდა წამყვანი, რაზეც ბაიდენის პასუხი ასეთი იყო: „საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია? ეს ხომ საიდუმლო ინფორმაციაა“.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტეილორ სვიფტი, რომელიც ძალიან პოპულარულია ახალგაზრდებში, 2020 წელს მას უჭერდა მხარს და თუ მომღერალი 2024 წელსაც ბაიდენის მხარეს იქნება, ეს ბაიდენისთვის სასარგებლო იქნება. 81 წლის ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც 77 წლისაა, ასაკით მასთან ახლოს არის.

„თქვენ მეორეს უნდა შეხედოთ. ის დაახლოებით იმდენი წლისაა, რამდენისაც მე, მაგრამ ცოლის სახელიც კი ავიწყდება“, – აღნიშნა ბაიდენმა.