ვენაში გაუჩინარებულ ქართველ სტუდენტზე საქართველოს საელჩოს ახალი ინფორმაცია ჯერ არ აქვს
ვენაში გაუჩინარებულ ქართველ სტუდენტზე საქართველოს საელჩოს ახალი ინფორმაცია ჯერ არ აქვს

ვენაში გაუჩინარებული ქართველ სტუდენტის შესახებ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ახალი ინფორმაცია ჯერ არ აქვს.

როგორც პირველ არხს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა, შორენა წიკლაურმა განუცხადა, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ავსტრიულ მხარესთან.

„26 თებერვალს დაგვიკავშირდა სტუდენტის მეგობარი. ამის შემდეგ დავუკავშირდი ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს. ამ ეტაპისთვის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. ჯერჯერობით რამის თქმა შეუძლებელია. ვიმყოფები მუდმივ სატელეფონო კავშირზე ავსტრიულ მხარესთან. როგორც ვიცი, კვირა დღიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებენ“, – განუცხადა პირველ არხს წიკლაურმა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართველ სტუდენტს უთანხმოება უკრაინელ ახალგაზრდასთან მოუვიდა, რომელთან ერთადაც სტუდენტურ საცხოვრებელში ცხოვრობდა, მან ბინა დატოვა და შემდეგ არავის დაკავშირებია. ინტერნეტში გაუჩინარებული სტუდენტის ფოტოც გავრცელდა.