ვენა-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 110 მოქალაქე დაბრუნდა
ვენა-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 110 მოქალაქე დაბრუნდა

ავიაკომპანია „მაივეის“​ მიერ შესრულებული ვენა-თბილისის სპეცრეისით საქართველოს 110 მოქალაქე დაბრუნდა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მოქალაქეებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სასტუმრო
„რამადა ენკოს თბილისში“ განთავსებულ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ასევე უზრუნველყოფილნი იქნებიან სამჯერადი კვებით.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. ამ დროისთვის, საკარანტინო სივრცეებში 5 025 ადამიანია განთავსებული.