ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციასთან დაკავშირებით ვიწყებთ ე.წ. მარათონს, ამ ეტაპზე 49 სოფელია არჩეული, აცრა არის დღეს მთავარი სლოგანი ქვეყანაში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სავარაუდოდ 15 ოქტომბრიდან ვაქცინაციასთან დაკავშირებით იწყება ე.წ. მარათონი, რომელიც თავდაპირველად 49 სოფელს მოიცავს. გამყრელიძის თქმით, შერჩეულ სოფლებში ე.წ. აგიტატორების ჯგუფები იმუშავებენ.
ამირან გამყრელიძე ყველას კვლავ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
„15-18 ოქტომბრიდან (ჯერ რიცხვი არ არის გადაწყვეტილი) ვიწყებთ ე.წ. მარათონს, ანუ კვირეულს, 49 სოფელი იქნა არჩეული. თავიდან 67 იყო, მაგრამ ამოვიღეთ, იქ, სადაც არჩევნები უნდა ჩატარდეს, მარათონების ჩატარებას სხვა ინტერპრეტაცია რომ არ მეიცეს. ეს არის სოფლები, სადაც მოსახლეობა 3 000-ზე მეტია. ამ სოფლებში იმუშავებენ ჯგუფები, ე.წ. აგიტატორების ჯგუფები. რა თქმა უნდა, დიდი გავლენა აქვთ ამ სოფლების ადგილობრივ რწმუნებულებს, ყველა ამ სოფელში არის ამბულატორია და სოფლის ექიმები, შემდეგ, მუნიციპალიტეტის გამგებელს, იქ მომუშვე სამედიცინო პერსონალს. თითოეულ სოფელზე მიმაგრებული იქნება დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პროცესს ადგილზე. 49 სოფელში ცხოვრობს დაახლოებით 160-170 000 ადამიანი, დიდი მასაა, აქედან ამ ეტაპზე გამოაკლდებიან 16 წლამდე ბავშვები. თუ გავედით სადღაც 40-50-პროცენტიან მოცვის მაჩვენებლზე, ძალიან კარგი იქნება. ეს განივრცობა კიდევ 2 000-ზე ზემოთ მოსახლეობით სხვა დიდ სოფლებზე. აცრა, აცრა, აცრა არის დღეს მთავარი სლოგანი ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.