საფრანგეთში ვატიკანის ელჩის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. ინფორმაციას გამოცემა „ფრანს 24“-ი ავრცელებს.
74 წლის ლუიჯი ვენტურა საფრანგეთში დიპლომატიურ მისიას 2009 წლიდან ასრულებს და პაპ ფრანცისკეს დიპლომატად მსახურობს.
ფრანგული მედიის ცნობით, ვატიკანის ელჩს ბრალად ედება ძალადობა, რომელიც მან პარიზის მერიაში ჩაიდინა.
17 იანვარს, პარიზის მერმა, ან იდალგომ დიპლომატებისთვის, რელიგიური ლიდერებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მერიაში მიღება გამართა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჩივარი მერიამ 24 იანვარს წარადგინა, გამოძიება კი, 25 იანვარს დაიწყო.