ვასილი ლომაჩენკო 31 აგვისტოს იჩხუბებს

12:48, 27.06.2019

უკრაინელი მოკრივე ვასილ ლომაჩენკო მჩატე წონაში WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ორთაბრძოლას 31 აგვისტოს ჩაატარებს. მისი მეტოქე იქნება ლუკ კემპბელი. ბრძოლა დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

WBC-ის ვერსიით საჩემპიონო ქამარი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მაიკი გარსიამ 2019 წლის აპრილში უარი თქვა ტიტულზე და პირველ საშუალო წონაში გადავიდა.

თავის ბოლო ბრძოლაში ბრიტანელი ენტონი კეროლის წინააღმდეგ, ლომაჩენკომ 61.23 კილოგრამში ჩემპიონის ტიტულები დაიცვა WBA-სა და WBO-ის ვერსიებით. სულ პროფესიულ კრივში უკრაინელს 13 ბრძოლა აქვს მოგებული, რასაც ერთი წაგება დაემატა.

კემპბელს 22 ბრძოლა აქვს ჩატარებული: 20 მოიგო და ორჯერ დამარცხდა. ის 2012 წლის ოლიმპიადის ჩემპიონია.

მსგავსი