ფეხბურთი | რამაზ სვანაძე - ამერიკელებმა ფიზიკურად გვაჯობეს, მაგრამ წასაგები მატჩი ნამდვილად არ იყო #1TVSPORT
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის ნაკრებთან ბულგარეთში წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაზე (0:1) და მიზეზად ფიზიკურ მომზადებაში მეტოქის უპირატესობა დაასახელა.
„ძირითადი ბირთვის არყოფნის გამო ამ შეკრებაზე ყველა ფეხბურთელს მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. ჩვენი საზრუნავი სექტემბრის ძალიან რთული თამაშებია და ყველანაირად ვეცდებით, სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.
…განსხვავებული სტილის გუნდს ვეთამაშეთ, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს. ვთვლი, რომ წასაგები მატჩი ნამდვილად არ გვქონდა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრის ბოლოს გაგვიჭირდა. თვალნათლივ ჩანდა, რომ ფიზიკურ მომზადებაში ძალიან დიდი სხვაობა იყო“, – ამბობს რამაზ სვანაძე.