ფიურისა და ნგანუს ბრძოლა ოფიციალურად გაიმართება – 28 ოქტომბერს საუდის არაბეთში #1TVSPORT

22:09, 11.07.2023
LONDON, ENGLAND - APRIL 23: Tyson Fury celebrates victory after the WBC World Heavyweight Title Fight between Tyson Fury and Dillian Whyte at Wembley Stadium on April 23, 2022 in London, England. (Photo by Julian Finney/Getty Images)

LONDON, ENGLAND - APRIL 23: Tyson Fury celebrates victory after the WBC World Heavyweight Title Fight between Tyson Fury and Dillian Whyte at Wembley Stadium on April 23, 2022 in London, England. (Photo by Julian Finney/Getty Images)

სუპერმძიმე წონაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონი ტაისონ ფიური უახლოეს ბრძოლაში რინგზე შეხვდება მძიმე წონაში UFC-ის ყოფილ ჩემპიონს, ფრენსის ნგანუს.

ბრიტანელი მოკრივისა და კამერუნელი მებრძოლის შეხვედრა 28 ოქტომბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება.

გამოცემა The Ring-ი იტყობინება, რომ მომავალი ორთაბრძოლა არ იქნება საგამოფენო, როგორც ამას წინასწარ ვარაუდობდნენ, არამედ გაიმართება კრივის ოფიციალური წესებით. ბრძოლას შეაფასებს სამი მსაჯი 10-ბალიანი სისტემით.

მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა ფიურიმ: „ეს ბიჭი მიიჩნევა ყველაზე ძლიერ პანჩერად მსოფლიოში, მაგრამ, მოდით, ვნახოთ, როგორი რეაგირება ექნება, როცა მას დიდი „ბოშების მეფე“ დაარტყამს. მოუთმენლად ველოდები რინგზე დაბრუნებას.

მინდა, ვაჩვენო მთელ მსოფლიოს, რომ „ბოშათა მეფე“ თავისი თაობის უდიადესი მებრძოლია და ამას გავაკეთებ ეპიკურ ბრძოლაში თავისი საქმის სხვა ოსტატთან. ეს იქნება საუკუნის ორთაბრძოლა“, – მოჰყავს ფიურის სიტყვები The Ring-ს.

შეგახსენებთ, რომ ფიურიმ ბოლო ბრძოლა 2022 წლის დეკემბერში ჩაატარა, როცა ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა დერეკ ჩისორა, ნგანუმ კი 2022 წლის იანვარში სირილ განი დაამარცხა UFC270-ის ტურნირზე, რის შემდეგაც კამერუნელი UFC-დან წავიდა და კონტრაქტი გაფორმა PFL-თან.

მსგავსი