საულ ალვარესმა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა #1TVSPORT

13:57, 04.05.2025
RIYADH, SAUDI ARABIA - MAY 03: William Scull avoids a punch from Saul "Canelo" Alvarez on the Fatal Fury City of Wolves card at ANB Arena on May 03, 2025 in Riyadh, Saudi Arabia. (Photo by Richard Pelham/Getty Images)

RIYADH, SAUDI ARABIA - MAY 03: William Scull avoids a punch from Saul "Canelo" Alvarez on the Fatal Fury City of Wolves card at ANB Arena on May 03, 2025 in Riyadh, Saudi Arabia. (Photo by Richard Pelham/Getty Images)

საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში საკრივო საღამო გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს მექსიკელი საულ ალვარესი (63-2-2, 39КО) და კუბელი ვილიამ სკული (23-1, 9КО) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ამ ორთაბრძოლაში თამაშდებოდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მეორე საშუალო წონაში. მექსიკელს ეკუთვნოდა WBO-ს, WBA-ს, WBC-სა და The Ring-ის ტიტულები, კუბელს – IBF-ის საჩემპიონო ქამარი.

არც ისე სანახაობრივ ბრძოლაში ალვარესმა თავიდანვე დაიკავა ადგილი რინგის ცენტრში და ინიციატივა მოიპოვა. მექსიკელი ბევრს მუშაობდა ფეხებით და ასე ჩაატარა პრაქტიკულად მთელი შეხვედრა. ალვარესი გეგმაზომიერად ახორციელებდა დარტყმებს, კუბელი კი საკმაოდ პასიური იყო შეტევაში და მუდმივად გაურბოდა მოწინააღმდეგეს.

საბოლოოდ, მეტოქეებმა მთელი 12-რაუნდიანი დისტანცია გაიარეს და ალვარესმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა – 115:113, 116:112 და 119:109. მექსიკელმა კარიერაში მეორედ გააერთიანა ყველა ტიტული მეორე საშუალო წონაში და მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

ბრძოლის შემდეგ ალვარესსა და სკულს დიდი კრიტიკა შეხვდათ არასანახაობრივი კრივის გამო. CompuBox-ის სისტემის მონაცემებით, ალვარესმა (152) და სკულმა (293), ჯამში, მხოლოდ 445 დარტყმა შეასრულეს, რაც ანტირეკორდია დარტყმების კომპიუტერული მთვლელის 40-წლიან ისტორიაში. ალვარესმა მხოლოდ 56 ზუსტი დარტყმა (36,8%) შეასრულა, სკულმა – 55 ზუსტი დარტყმა (18,8%).

სკულისთვის ეს იყო პირველი წაგება პროფესიულ ტურში. IBF-ის ტიტული კუბელმა შარშან მოიპოვა, როცა ალვარესმა უარი თქვა ქამრის აუცილებელ დაცვაზე.

ბრძოლის შემდეგ დაანონსდა საულ ალვარესისა და ტერენს კროუფორდის ბრძოლა. ის 12 სექტემბერს ლას ვეგასში გაიმართება.

მსგავსი