Opta-მ განსაზღვრა მსოფლიო ჩემპიონატზე „სიკვდილის ჯგუფი“ #1TVSPORT
Opta-მ განსაზღვრა მსოფლიო ჩემპიონატზე „სიკვდილის ჯგუფი“ #1TVSPORT

სტატისტიკურმა პორტალმა, Opta-მ გამოავლინა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ყველაზე ძლიერი და სუსტი ჯგუფები. ამისთვის მან Opta Power Rankings-ის საერთაშორისო რეიტინგი გამოიყენა.

„სიკვდილის ჯგუფად“ მოინათლა I ჯგუფი, რომელშიც შედიან საფრანგეთი, სენეგალი, ნორვეგია და ერაყი. ამ ქვეჯგუფის ქვეყნების სირთულის საშუალო რეიტინგმა 81.8 ქულა შეადგინა. მეორე აღმოჩნდა K ჯგუფი, რომლის შემადგენლობაა – პორტუგალია, უზბეკეთი, კოლუმბია და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (81.0). უძლიერესთა სამეულს ავსებს J ჯგუფი: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია და იორდანია (80,5).

რეიტინგით ყველაზე სუსტია B ჯგუფი (70.9). მასში შედიან კანადა, კატარი, შვეიცარია და ბოსნია.

საპროგნოზოდ ყველაზე რთული ჯგუფია D, რომელმაც სირთულის რეიტინგის მიხედვით მეხუთე ადგილი დაიკავა (78.3). ის ერთადერთი ჯგუფია, რომლის შემადგენლობაში შედიან მხოლოდ ფიფა-ს რეიტინგის TOP-50-ის გუნდები: თურქეთი, ავსტრალია, პარაგვაი და აშშ.