დეონტეი უაილდერი რინგზე დაბრუნდა და ჰელენიუსი მძიმე ნოკაუტში გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT
დეონტეი უაილდერი რინგზე დაბრუნდა და ჰელენიუსი მძიმე ნოკაუტში გაუშვა [ვიდეო] #1TVSPORT

ბრუკლინში (ნიუ იორკის შტატი) Barclays Center-ის არენაზე საკრივო საღამო გაიმართა, რომლის მთავარ ბრძოლაში სუპერმძიმეწონის ყოფილი ჩემპიონი დეონტეი უაილდერი რობერტ ჰელენიუსს ხვდებოდა.

ამერიკელმა მოკრივემ დიდხანს არ ალოდინა თავისი თაყვანისმცელები და მოწინააღმდეგეს პირველი რაუნდის ბოლოს გაუმკლავდა.

ჰელენიუსი შეტევას ცდილობდა, მაგრამ ხშირად ავიწყდებოდა დაცვა, რის გამოც დაისაჯა. პირველი რაუნდის ბოლო წამებზე ფინელმა მოკრივემ მარჯვნიდან დარტყმა გაუშვა და რინგზე დაეცა. ჰელენიუსი ღრმა ნოკაუტში აღმოჩნდა და დიდი ხანი გონს ვერ მოვიდა.

ასე რომ, უაილდერი წარმატებით დაბრუნდა რინგზე ტაისონ ფიურისთან ზედიზედ ორი წაგების შემდეგ. 36 წლის ამერიკელისთვის ეს იყო პროფესიულ კარიერაში 43-ე მოგება და აქედან 42-ს მან ნოკაუტით მიაღწია. 34 წლის ჰელენიუსისმა კარიერაში მეოთხე ბრძოლა წააგო. სკანდინავიელს 31 მოგება (20 – ნოკაუტით) აქვს.

ამ მოგებით უაილდერი WBC-ის საჩემპიონო ტიტულის ოფიციალური პრეტენდენტი გახდა. ამ ვერსიით ჩემპიონის ქამრის მფლობელი სწორედ ტაისონ ფიურია.