WBC-მ მენი პაკიაოს სატიტულო ბრძოლა დააანონსა #1TVSPORT
WBC-მ მენი პაკიაოს სატიტულო ბრძოლა დააანონსა #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი მენი პაკიაო (62-8-2, 39KO) კარიერას განაახლებს და მომდევნო ბრძოლას ივლისში ჩაატარებს. ამის შესახებ განაცხადა მსოფლიოს საკრივო საბჭოს (WBC) პრეზიდენტმა, მაურისიო სულეიმანმა.

მისი სიტყვებით, 46 წლის ფილიპინელის მეტოქე იქნება ნახევრადსაშუალო წონაში WBC-ის ჩემპიონი, 29 წლის ამერიკელი მარიო ბარიოსი (29-2-1, 18КО).

„ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ ბარიოსმა პაკიაოსთან უნდა იჩხუბოს ივლისში. ეს გრანდიოზული ბრძოლა იქნება. კარიერაში პაკიაოს პირველი ტიტული იყო უმჩატეს წონაში WBC-ის ვერსიით, და ახლა მას სურს კრივიდან წავიდეს ჩვენი ორგანიზაციის ჩემპიონის სტატუსით“, – განაცხადა სულეიმანმა.

WBC-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ორგანიზაცია საშუალებას აძლევს პაკიოს დონის ყოფილ ჩემპიონებს, ტიტულისთვის იბრძოლონ კარიერის განახლებისთანავე. სულეიმანმა ასევე დაამატა, რომ პაკიაომ უკვე მიიღო ნევადას შტატის ათლეტური კომისიისგან ბრძოლის ჩატარების უფლება.

მენი პაკიაომ ბოლო ოფიციალური ბრძოლა 2021 წლის აგვისტოში ჩაატარა, როცა ფილიპინელმა კუბელ იორდენის უგასთან წააგო მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით.