გერმანიის ნაკრებმა თავისი მთავარი ტალანტი დაკარგა – ლენარტ კარლი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს #1TVSPORT

03:40, 06.06.2026
CHICAGO, ILLINOIS - JUNE 05: Lennart Karl of Germany arrives for a Team Germany Training session at Soldier Field on June 05, 2026 in Chicago, Illinois. Germany will face the United States in an international friendly match on June 6, 2026. (Photo by Alexander Hassenstein/Getty Images)

„ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ლენარტ კარლი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს, – ამის შესახებ იტყობინება გაზეთი Sport Bild-ი.

18 წლის ფეხბურთელმა დაზიანება ვარჯიშზე მიიღო, რის შემდეგაც საავადმყოფოში გამოკვლევაზე გადაიყვანეს. როგორც გაირკვა, ნახევარმცველს კუნთი აქვს გაწყვეტილი და ვერ მოასწრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის აღდგენას. გერმანიის ნაკრების განაცხადში მის ადგილს „ლაიპციგის“ შემტევი ასან უედრაოგო დაიკავებს.

ამ სეზონში კარლმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, ცხრა გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მსგავსი