ვაშლოვანის ნაკრძალში კვლავ ხანძარია. ცეცხლი რთულად მისადგომ რელიეფზე, ტყის ქვედა საფარს და ხის ფესვებს უკიდია. შესაბამისად, ხანძრის ჩასაქრობად სპეციალური ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება.
ცეცხლის კერამდე მეხანძრე-მაშველები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ფეხით გადაადგილდებიან.
ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარი გასულ კვირას გაჩნდა. ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძარი ლიკვიდირებულად გუშინ დღის 12:00 საათზე გამოაცხადა, თუმცა ხანძრის კერა დილიდან ისევ გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.
საგანგებო სიტუაციების სამსახურში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.