ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება
ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთვება

ვაშლოვანის ეროვნულ ნაკრძალში ხანძრის ლოკალიზების ღონისძიებაში ხვალიდან ვერტმფრენი ჩაერთვება.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა.

ვაშლოვანის ეროვნული ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარი მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. ცეცხლის კერა რთულად მისადგომ ტყის მასივშია და სპეციტექნიკის გამოყენება ვერ ხერხდება.

რეინჯერებისა და დედოფლისწყაროს მეხანძრე-მაშველებისგან შემდგარი ოცდაათკაციანი ჯგუფი, სამი კილომეტრის დაშორებით ადგილამდე ფეხით მივიდა და ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ფართო მასშტაბზე ვრცელდება, რისთვისაც ადგილზე დამატებითი ძალებია გამოძახებული.