ვაშინგტონში სამმა პოლიციელმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მუხლი მოიყარა
ვაშინგტონში სამმა პოლიციელმა ჯორჯ ფლოიდის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მუხლი მოიყარა

პოლიციელებმა, რომლებიც კონგრესის შენობის წინ გამართულ აქციაზე წესრიგს უზრუნველყოფდნენ, გარდაცვლილი ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხლი მოიყარეს. „სიენენის“ ინფორმაციით, მათგან ორი შავკანიანი იყო.

კონგრესის შენობის წინ მობილიზებული მოსახლეობა პოლიციელებს დილიდანვე მოუწოდებდა, რომ მუხლი მოეყარათ და ჯორჯ ფლოიდის მიმართ თავისი პატივისცემა ასე გამოეხატათ.