ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ნიუ იორკსა და ვაშინგტონში აქციები გაიმართა
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ნიუ იორკსა და ვაშინგტონში აქციები გაიმართა

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით ნიუ იორკში, თავისუფლების ქანდაკებასთან ათობით მომიტინგე შეიკრიბა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ებრაული ხმა მშვიდობისთვის”, რომელიც საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე დიდ ებრაულ ანტისიონისტურ ორგანიზაციას უწოდებს, გამოფინა ბანერები ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით, ხოლო აქციის სხვა მონაწილეები გამოდიოდნენ ლოზუნგებით: „პალესტინელები უნდა იყვნენ თავისუფლები“, „შენ რომელ მხარეს ხარ?”

პალესტინელების მხარდასაჭერად ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა ვაშინგტონშიც. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ისრაელ-„ჰამასის“ ომს და ითხოვენ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. დემონსტრანტები ბლოკავენ ტაკომას პორტში მოძრაობას, სადაც სამხედრო გემი ჩავიდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ, კონფიდენციალური ინფორმაციით, გემი ისრაელში გასაგზავნი იარაღით უნდა დაიტვირთოს.