ვაშინგტონში ათობით ათასი ადამიანი ისრაელის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე შეიკრიბა

ვაშინგტონში ათობით ათასი ადამიანი ისრაელის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე შეიკრიბა.

აქციის მონაწილეებმა „ჰამასთან“ ომში ისრაელს სოლიდარობა გამოუცხადეს, მოითხოვეს მძევლების გათავისუფლება და დაგმეს ანტისემიტიზმი.

დემონსტრაციის ორგანიზატორების შეფასებით, „მარშში ისრაელისთვის“ 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის დროს გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები.