ვაშინგტონში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაზე სროლა იყო, დაშავდა რამდენიმე ადამიანი [ვიდეო]
ვაშინგტონში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაზე სროლა იყო, რამაც პანიკა გამოიწვია. პანიკის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს.
სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გარბიან აქციის მონაწილეები.
პოლიციაში განაცხადეს, რომ მათ მიიღეს შეტყობინება შეიარაღებული მამაკაცის შესახებ, რომელიც აქციაზე ისროდა. სამართალდამცველებმა მისი დაკავება შეძლეს.
ჯერ უცნობია, ისროდა თუ არა ის აქციის მონაწილეების მისამართით.